Skip to content

პირველი .

აპრილი 21, 2013
by

ალბათ მიხვდები ერთ დღეს ამასაც, როგორც ფიქრობდი მანამდე. ხდებოდა ყოველივე კარგი ცხოვრებაში, გადიოდა წლები შენ კი კარგავდი აზრს. ისადგურებდა გაცვეთილი ფერის ჯარისკაცები გარემოს, პირველად იყო შეგუება. სხვა გზა არ გქონდა, იფიქრე წლებია ყველაფერიო და გადაწყვიტე ალბათ ლოდინით დამტკბარიყავი, თუ შეიძლებოდა კი. და როგორ ამბობენ, დროა ყველაფერი. არაა სიტყვები გაზვიადებული და როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც გახდა დრო ყველაფერი. მძიმე წელბში ჩავვარდი მთელი სხეულით და რაც მთავარია სულით. დავიწყე ამიტომ წერა. მოხდა ყველაფერი გაუაზრებლად, მაგრამ მაინც ვხვდებოდი ყოველივეს. მხოლოდ გაორებული აზრები აწუხებდა მკითხველს, არა მე ! მე მხოლოდ ვიყავი, სხვა. რომელიც, როგორც ვთქვი მთლიანობით ჩაიძირა დროში, და ამ პერიოდს დაარქვა მძიმე. ყველაფერი დრო გადიოდა, არც დამლოდებია, არც მომითხოვია დალოდება და არც მქონდა უფლება ამისა. ამიტომაც ვწერ. დრო გავა და მხოლოდ ადამიანურ გონებას შემორჩება მოგონებებით სავსე პერიოდები. ადამიანური გონებაც, დავიწყებას მიეცემა. ფურცლები კი არა. ამიტომაც სულ ერთი წელია ვწერ. შეიძლება ითქვას, რომ ვიპოვნე ის ამოუცნობი. სამყარო რომელიც სიტყვებით რთულია ავღწერო. დასაწყისი ამბისა გამოდგა მომხიბლავი, რაც ყოველთვის კარგად გამომდიოდა ხოლმე. არ მკითხოთ დასასრულზე ! რადგანაც არ ვაპირებ დასრულებას. უსასრულო არაფერია, გარდა . როგორც ხდება ხოლმე არც საკუთარზე და არც წერაზე არ ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ ჰოლდენ კოლფილდი ამბობდა. ამბობდა იმას, რომ თუ ადამიანი დაიწყებს ლაპარაკს ერთ თემაზე და სრულიად სხვა გზით წავა, არ უნდა შეაწყვეტინო, უბრალოდ უსმინე მას. მისმინე მე. იგრძენითქო ვერ მოგთხოვ, არც მაქვს უფელაბა, არც მქონია და მექნება. ვაგრძელებ დაწყებულ საუბარს, თანაც არ მახსოვს გულის რომელი ნაწილიდან დავიწყე. ყველაფერი ზღაპარს დაემსგავსა. ახსნით კი კუთხეებშემოხეულ ზღაპარს, ნაჭრის ზემოთა მარჯვენა მხარეს კი საგულდაგულოდ გაკერილს. ვხედავდი ფერადად, აღქმა კი ყოველივესა იყო საპირისპირო. დაკვირვება მეცადა ბევრჯერ, ალბათ მოიქცეოდი ასევე შენც. გგონია თუ მივხვდი ცდები. გეტყვი თავიდანვე. ალბათ გაბნევს წყობა სიტყვების უცნაური, მაგრამ ესაა ცხოვრება რომელსაც ვხედავ ფერადად. გრძნობით კი ნუღარ მკითხავ.

tumblr_ma8rvv7Xg01rqusaao1_500_large

წაკითხვისას ყოველივეს მიხვდები ვიმედოვნებ. ვფიქრობ იმასაც, რომ დაგაბნიე იმდენად, რომ გეგრძნო ამოუცნობი შენშიც. ვიგრძენი როგორც მე. მძიმე პერიოდია ახლაც, და ყოველთვის როცა ვწერ. ალბათ, როგორც ყველას. ასევე მეც. უბრალოდ იმდენია ამოუცნობი გარშემო, უყურებ ფერადს.  აი უკვე მერამდენედ ჩავრთე მელოდია წერის, მაგრამ რჩება დამალული მეორე ნახევარი, როგორც თითქმის ხდება ხოლმე. ეს იყო სულ ? როგორ შეიძლება ჩავტიო სიტყვებში ცხოვრება. რომ არ შემიძლია ეს, ამიტომაც ვწერ. დასასრული ამბისა კი შენთვის მომინდია, რადგანაც ალბათ გწამს, ის რაც მე. თუ სულ ოდნავ მაინც შეძლებ წინ გაბობღებას, მეორე მხარე დამალულიც კი გახდება ნათელი.

სარკე

აპრილი 21, 2013
by

tumblr_mjpbl6Rw3L1rhmxy6o1_500_large

„ მე ‘’ რომელიც ზღვას ჰგავს და „ მე ‘’, რომელიც სულაც არ ჰგავს ‘’ მე „ -ს . . . მელოდია, რომელიც მუდამ თან მსდევს, გასაკვირია დღეს ასე ჩუმად რატომ ჟღერს . . . ფიქრების ზღვა და წვიმის წვეთებად მოსული ისევ და ისევ ‘’ მე „ .ირგვლივ სარკეები, გრძნობებით ღრმად ჩაფლულნი . . . მაკვირვებს მხოლოდ ანარეკლი ჩემი, სარკის მიღმა დანახული.

და მაინც რატომ ?

ყოველ წერტილში სულისა ვხვდები უცნაურ სარკეს. მათ წინ დიდხანს ვჩერდები . . . ვუყურებ განა ? ან იქნებ თვითონ მიცქერს და ნანახს ანარეკლად მიქცევს.

წვიმის წვეთები-მეთქი, ვახსენე და ცრემლები აღმოჩნდა. სწორედ ის ცრემლები, სარკეებს მოუშორებელ ლაქად რომ დასტყობია. სასოწარკვეთილი მივვარდები ხან ერთს, ხანაც მეორეს. ვცდილობ, მტკივნეულ ლაქებად ჩამჯდარი ცრემლებისაგან გავწმინდო. იქნებ ამის შემდეგ შევძლო დანახვა სულისა, ‘’ ჩემი „ რომ ჰქვია . . .

და მაინც ლანდად მოჩანს უცხო პიროვნება მდგარი სარკის წინ. გაფართოებული თვალებითა და ოთხ ნაწილად დაყოფილი გულით. ალბათ, სწორედ ასეთა „ მე ‘’ , რომელიც ზღვას ჰგავს და „ მე ‘’ , რომელიც სულაც არ ჰგავს „ მე ‘’ – ს. დავიბენი, რამდენი შესძლებია-მეთქი სულის სარკეს, – ვფიქრობდი დიდხანს. ვფიქრობდი და თან დავხეტიალობდი გარემოში, სადაც მუქი ლურჯი ფერი ძლივსღა ბჭუტავდა.

tumblr_miu5yvp1601rs0z8ao1_500_large

ვიყავი მარტო, სრულიად მარტო. გაცრეცილ ფერთა თამაშს ვუცქერდი მხოლოდ. ცოტაც და წვიმა დაიწყო. ის წვიმა, რომელიც ზღვად აქცევს ყველაფერს . . . ზღვა-სარკე მხიბლავს ! ამიტომაც ვფიქრობდი სარკის წინ, ზღვისფერ სამყაროზე, სარკეებით განათებულზე.

სარკეა სამყარო ანარეკლისა, შემოსილი უამრავი ფერითა და გრძნობით, იმ გრძნობით რომელიც მხოლოდ სარკის წინ ფეთქავს.

როგორც მელოდია მირბის ასე დრო. წამს არ გვიტოვებს ფიქრისთვის, წამს არ გვიტოვებს საკუთარი თავის შეცნობისთვის. მიდი და თან მიაქვს მოგონებებით სავსე სარკეები და მის მიღმა მცხოვრებნი ახლაც ვერ ხვდებიან, რა მომხდარა. სარკეა ალბათ თვით ცხოვრებაც სულისა. ჩემთვის სიშავთეთრით გაფერადებული, ზღვასავით ამოუცნობი.

PS :  სარკე უცნაური და ამოუცნობი, უამრავი ანარეკლითა და სიცოცხლის პატარა ნაპერწკლით.

   სარკე ცხოვრებისა . . .

   სარკე სულისა . . .

   სარკე, რომელიც არბათ ვიყავი „ მე ‘’ .

ზღვად

თებერვალი 26, 2013
by

tumblr_milov07kvj1rop01so1_500_large.jpg– მე .

წიგნიდან გადმოყრილი სიტყვები ვარ, ძირს დაყრილი და ქარივით შემოჭილი.

– როგორც ყველა ?

უფრო როგორც მე. ჩემი და ასმეოთხმოცე გვერდძე გადაშლილი წიგნის თვალებით მომღიმარი, როგორც მჩვევია. ეს ის წიგნია. ყოველდღე კითხვით და ფურცვლით მეც კი, რომ დავიღალე. შემდეგი კითხვა გეთაყვა.

– სიცოცხლე ? ( იღიმება )

მე ვიტყოდი უსასრულო. გაფანტული ჰაერში, ახლა ვიყურები და . . მძიმეა ! მტკივა კიდეც ის ყველაფერი, რომელიც არ გადამხდენია. თან ჰაერში . . ფარფატით დავიღლები და მათსავით შემოვიჭრები სინათლიდან. უსასრულოდ ვარ ! (ვართ, და ვიქნებით )

სულ პირველი სიტყვით, რომ დავიწყე ” მე ” – თქო და იმდენი გაურკვევლობა ჩავაქსოვე შიგნით, ზღვა რომაა.Scan 111790044

და თუ მე, ზღვაც.

სადაც მე, ზღვაც.

როგორც მე, ზღვასავით.

სადღაც გარკვეულსა და გაურკვეველს შორის ჩარჩენილი ტალღებით.

მე სოფო ვარ !

ვწერ ხოლმე .

ხშირად მეც მწერენ. ან უსასრულოდ მისვრიან ზღვის სიღრმეში, სულ რამოდენიმე თევზისთვის. მერე ვბრუნდები და . ვწერ ხოლმე ! ძნელია იყო მარტო, გარშემო უამრავი ხალხით . . ისიც ძნელია იყო სოფო, წერო და თან ზღვაც იყო, უსასრულო .

ის ღრმა მზეც ამოსულა, ჩვენც სიღრმავეში შეგვისრუტა, როგორც უმწეო ნაწილაკები. ( სასიამოვნოა “მე” ს ნაცვლად ” ჩვენ ” ) ეს გაკვრით იყო მხოლოდ და შემოდგომის მზეც და დაზამთრებულა, მალე გადისო დრო. ყოველი ჩავლისას, თვალებიც მიჰყვება.

ფერადი გარემო.

სიშავთეთრით გაფერადებული.

მე წიგნიდან გადმოყრილი სიტყვები ვარ! უაზროდ დაკარგული, სულის სამყოფელიც დაკარგულებს მიმიწერია. ორი სიტყვით, ან თუნდაც სამით და მოვისროლე, გაურკვეველი მიმართულებით, მიზნითაც და გრძნობითაც.

– და როგორ (ო) ?

მე სოფო ვარ !

ვწერ ხოლმე . . მეც მწერენ !

სულით ნათქვამი .

წვიმის წვეთები მინაზე, გაუმაძღარი სამყარო და ის მთავარი რისთვისაც აქ ვიმყოფები. გარემო. გარემო, სიშავთეთრით გაფერადებული და წვიმის წვეთებად მოსული ცხოვრების ტკივილი, ან იქნებ ცრემლებადაც. ( ვინ იცის ? ) თითქოს სიმშვიდეში მივაბჯებდი, სულში ” ჩემი ” რომ ერქვა და იმდენად გაურკვევლად ჩამესმოდა ნაცნობი მელოდია, რომ ამ გაურკვევლობის უმცირეს ნაწილად ვიქეცი ჩემდაუნებურად.

ირგვლივ სარკეები, წვეთებით დანაწევრებული, გულივით დანაწევრებული.

წვიმის წვეტებად მოსული. გამახსენდა და გავიქეცი ისევ უსასრულობისკენ, სადაც ყოველთვის მელიან.

“მე” რომელიც ზღვას გავდა და “მე” რომელიც სულაც არ გავდა “მე”-ს.

35_picture-3_large

 

სევდა

იანვარი 17, 2013
by

tumblr_mgmqtaR6Qw1rpxu67o1_1280_largeმძიმეა ცხოვრების დანაწევრებული პერიოდებით აღსავსე არსება. თვალების დახუჭვა მიზნით იმისა რომ ამაოებას ამოიგლეჯ სხეულიდან. იმ ამაოებას რომელითაც ცოცხლობ ვითომდა.

სულაც ვიჯდე და ვფიქრობდე, თვალებს სილურჯე შებოჭავს და როგორც თითქმის სულიდან წვეთ-წვეთად გადმოიღვრება ზღვა. ის, რომელიც ყველაზე ახლოს დგას სულთან და ხან კი ცრემლებად დამდის ლოყებზე.

ისიც ხომ ზღვას ჰგავს, ტირილი ჩემი. მარილ მოყრილი გაუმხელელი ამბებით ჩაკარგული სადღაც შიგნით.

მარცხენა ხელით ჩაი მიჭირავს, მწვავს და თითქოსდა ვიცლები სიტყვებით, ტკივილი მკბენს და წვეთი სისხლიც არსად ჩანს. კანიდან ვერ გამოუღწევია. და იქვე სიცოცხლე მახსენდება, მეც რომ ვერ ვწირავ თავს უსიცოცხლობისთვის.

გაჟღენთილია ჩემი ზღვა გრძნობებით, სევდით და მოგონებების დაუმთავრებელი ნაკადიც. ერთად რომ მიტევს ყველა და თავს იმ წვეთადაც მიშლის ვიყო, ჩაის გაბზარული ჭიქიდან სიმწრით, რომ გამოიპარ

tumblr_mfu1v6Nrw51r17u46o1_500_large

შენც ხომ ზღვა ხარ.

მეც ზღვა ვარ, სევდიანი და სულ ოდნავ მარილიანი. ტალღებიანი . . .

და თუ შენც ზღვა ხარ, აი მეც ხომვარ.

გავხდეთ ოკეანე ?

ჩვენი ოკეანე და ღრმად ჩავიკარგოთ წყლის უზარმაზარ დინებაში, სიცოცხლეს მოვშორდეთ მაგრამ მაინც ვიყოთ მისი.

ჩვენთის და ოკეანედ.

რატომ მთავრდება ყოველთვის სევდა ტკივილით და ჩვენით ?

– მაგიდიდან ჩაის ჭიქა გადმოვარდა, გაბზარული საბოლოოდ გატყდა, გაიფანტა იატაკზე და მშვიდი ცურვა განაგრძო, იმ დარჩენილ რამოდენიმე წვეთთან ერთად.

როგორ იქცა ოკეანის ნაწილი და ჩაიძირა ნანატრ სალურჯეთში, სადაც სულ ჩვენ ვართ.

მიჰყვა ტალღების დინებას.

ვინ იცის ახლა საითაა ?!

– რა არის სიცოცხლე ?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა.

– სიკვდილი ?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

წავიდა

იანვარი 2, 2013
by

424897_226994977433821_76480417_n_largeმომღიმარი სახის უკან მდგარი პიროვნება მაკვირვებს, რომელიც მუდამ თან მსდევს და თან ისე რომ მხოლოდ მე შემიძლია მისი შემჩნევა . . . და მიკვირს კიდეც რატომ მე. მაშინ როდესაც თოვლის მინიატურული ფანტელები ტუჩებს მისველებს და მინდება სიცილი .

ის მიბიძგებს მიდი მასთან ვისაც უღიმი მაგრად ჩაეხუტე და მოსპე ცხოვრებიდან ის პიროვნება რომელიც ხელს გიშლის.

გიშლის თუნდაც იმიტომ რომ ვერ ხვდება აზრს იმ პატარა წამისა რომელიც შეიძლება სულ სხვა მიმდინარეობას ასახავდეს და იმდენად უეცრად და მოულოდნელად შეიძლება ყევლაფერმა გადაგისროლოს მისკენ რომ გონებით დამწუხრებულმა, უეცარი მოქმედებებით დაიწყო .

დაიწყო ყველაფერი თავიდან, ისე როგორც დაიწყო ცამეტი.

ორი ათას ცამეტი.

წაიღო ყველაფერი და შემაგუა მასთანაც რომ რაც მოხდა ყველა წამი უკვე წარსულია. განვლილია. მკვდარია. მიტოვებს მხოლოდ იმის შანსს რომ ვაქციო მოგონებად ან შეიძლება არც კი.

გარეთ თოვს.

არ ვიცი, მძიმე დედამიწის კიდევ უფრო დამძიმების მცდელობით დაღლილთ როგორ მოექცევა დრო. როგორ აგრძნობინებს რომ მოვიდა. თან ისე მოვიდა რომ წავიდა კიდეც და სათქმელად სიტყვებოც კი ზედმეტი გახადა.

ალბათ როგორც ამ წამს ვიქცევი, მომიწევს ასევე სულ. როგორ და ვცდილობ ტვინი წყლის მაგივრად მოგონებებით ავავსო და ნოსტალგია.

ნოსტალგია და წერტილი, რომლის მიღმა უამრავლი გრძნობა დაცურავს, უერთდება და შორდება ერთმანეთს. ქმნის წყაროს. მდინარეს. ზღვას და ოკეანეს. უკიდეგანო ოკეანეს რომელიც ჩემი წარმოდგენით ყოველთვის შავ-თეთრი იყო. არა თვალების დასანახად არამედ სულით საგრძნობად. ყოველთვის ვგრძნობდი, ვცნობდი და ვწვდებოდი სიღრმისეულად წყლის მოლეკულებით სავსეს. ან რა საჭირო იყო დამენახა მატერიალურად.

tumblr_mfn71auJbr1rhmxy6o1_500_large

ტივტივებს. ტივტივებს და არ ჩერდება სურვილი წერისა, რომელიც გამჯდარია სისხლში და ხან მასთან ერთად ჟანგბადით ივსება ხან კი ნახშირორჟანგით. და მის წარმოთქმაზე ყოველთვის მიწევდა ენის მოტეხვა.

არც შემიძლია სიტყვებად ვაქციო ყოველი წამი, მისი მეასედი და გავხადო ისეთი მწველი და ნათელი როგორიც მზეა ახლა ჩემთვის. მზე, რომელსაც 15 წლის მანძილზე ვხედავ და ვერ ვწვდები. ამიტომ .

მომეხვიე.

მაგრად მომეხვიე.

მაგრძნობინე შენებურობა.

იმისთვის რომ უბრალოდ მივწვდე მზეს და მყავდეს ჩემთან.

როგორც შენ

თეატრი და ” მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ “

დეკემბერი 25, 2012
by

 

tumblr_lvcrh5mzTZ1qbz9meo1_500_large

მისი გამჭოლი მზერით.

ქმედებებითა და სიყვარულით.

დაირღვა ის ძაფი, სულ პატარა. მსახიობსა და მაყურებელს შორის. სცენიდან შენსკენ მომართულს, გრძნობების დამალვას რატომ ცდილობ ?

თავიდან ავცრემლიანდი მთლიანად, მაგრამ არავისთვის გამიმხელია.

ძლიერება რომ აღარ მეყო, სხვა გზა აღარ დამრჩა და ერთი დახამხამებით წამსკდა მარილი, დამწვარ სახეზე მომედო. მომეფერა, მაგრამ სითბოს მსგავსი ვერაფერი ვიგრძენი. მინდოდა კიდეც მეტირა, გამსკდარიყო ყველა ძარღვი, გამსკდარიყო მიწაც და ღრმად შევესრუტე ბუნებას.

დაირღვა ყველაფერი, მეც კი. შენით და მივხვდი რომ მსახიობი ყველაფერია ამ ცხოვრებაში. თეატრი და კიდევ გრძნობებით სავსე სხეული, მოქმედებათა სიმრავლე და მაყუებლისგან ყველაზე დიდი ბედნიერება. ტაში, ყველგან. ყოველ კუნჭულში. თვალებგაფართოვებული მე და მომართული შენსკენ. უკვე ცრემლებით დამწვარ სახეზე. შენ ვერც კი მამჩნევ, სიბნელეში ჩაკეტილთ რისი შემჩნევაღა შეუძლიათ ? განათებული ის მოხაზულობაა სადაც შენ ცხოვრობ, ფიქრობ და მთავარია ასრულებ. სხვას, მაგრამ შენით. შენებურად, ღრმად და დიდი სინათლით. მე მაინც მეტირება, ისევ მეტირება, იმ ტკივილით შენ რომ განიცდი. მე ვგრძნობ ყველაფერს, ესეც შენი დამსახურებაა. შენი ვალიც ხომ ეს იყო, მსახიობი გიწოდეს ამიტომ. შენც მომიტანე ვიღაცის შექმნილი მწარე ცხოვრების არსი, სიმართლის პატარა მარცვალი რომ ხარობს. მომიტანე, სხეულთან ახლოს. კანკალი დავიწყე და გავმწარდი.

მსახიობს გეძახიან და ვერც კი აცნობიერებ როგორ ბედნიერდები ერთი უბრალო სიტყვით.

tumblr_mbmvoyZTnL1r429qho1_500_large

იცი არასდროს მიფიქრია, რამხელა სამყარო იშლება თეატრის უკან. უფრო მეტად მტკივნეული, როგორიც მე. მეტად ნაღვლიანი საზღვრის იქით, შესახედაობით კი ისეთი მხიარული, ხალისიანი. როგორც მე. როგორც ტკივილი როგორც სიმართლე როგორც რეალობა, როგორც მათი დანახვის შემდეგ მიღებული სიამოვნება და სიძულვილი, ცხოვრების მიმართ. თამაშით გადმოშლილი სამყარო, რომელსაც ყოველ წამს ვხედავ. როგორ ვხედავ, რატომ ვხედავ ! არ მინდა ვუყურებდე მხოლოდ და ვფიქრობდე. ვერაფერს ვერ ვაკეთებდე.

სულ ბოლოს, სხეულით ნათქვამი სიტყვები . ” მიყვარხარ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ ! ”

წარმოდგენის ბოლო ფურცლები. ბოლო სიტყვები და ბოლო ცრემლები.

განათდა მაყურებელიც, სულიერადაც და ფიზიკურადაც განათდა. ანათებდა სცენაც, მაგრამ მსახიობებზე მეტად ვერავინ ანათებდა.

კარი გაიღო, სულიერი საზრდოთი დაპურებული ჯგრო კარებისაკენ გაემართა და დაავიწყდა. დაავიწყდა რომ გასართობად არ მოსულა.

იმ ოთხ ნაწილიან გულზე კიდევ ერთი პერანგი დამეფინა, სიხარულით სავსე.

რომ ვუყურე, რომ ვიგრძენი, რომ მივიღე.

არ გავუშვებ ამ გრძნობებს, მექნება გულთან ახლოს, ხელებით მაგრად დაფარული და დროც ვერ წამართმევს.

tumblr_mez4m5Nk2w1qgked1o1_500_large

 

შვილს .

დეკემბერი 1, 2012
by

tumblr_m7oq0zY7Zf1r3pjyco1_500_largeსაკუთარი თავი ყველაზე მეტად თუ შემზიზღდებოდა სიმართლე გითხრა არ მეგონა. უბრალოდ დღეს მივხვდი. რატომ და რისთვის, საიდან და ზუსტად დღეს როგორ გადაწყდა თუ გადაწყვიტა განგებამ. მეც მაინტერესებს. ყელში გაჩხერილი ბურთის გახეთქვას წერით მაინც ვეცდები. არც ყურადღებას დავუთმობ მცირეოდენ ცრემლთა დენას და მარილიან გემოს ტუჩზე. ღრმად ამოსუნთქვა, პერიოდულად ჩასუნთქვაც და ამაზრზენი მელოდიები სუნთქვისას მოსმენილი. ისევ ჩემგან სიმწარით, ტკივილით და მარილიანი ცრემლებით ავსებულ ღრმულებს სხეულზე, აყროლებული სუნი აქვთ უკვე. სიგარის გამონაბოლქვი და მისი მკაცრი მოხაზულობა პირიდან განდევნისას. ერთი ღერიღა დამრჩა და მთელი კოლოფი მექნება შეწოვილი ცოდვებად, თანაც ისე რომ ცხოვრებაში თითიც კი არ შემიხია სიგარეტისთვის. დღეს კი გამალებითვწერ, როგორ დაიმკვიდრა ადგილი მისმა სითეთრემ მარჯვენა ხელის ორ თითს შორის და საბოლოოდ ჩაიღვარა იმავე მკაცრი ფორმებით ჩემში, როგორც წინათ არარსებულ დროში, როცა ჯერ კიდევ ვიტანდი საკუთარ თავს.

არც ცხოვრების, არც უაზრო ყოფის ამ ქვეყნად, არც სიკვდილის და არც რაიმე მიზეზის გამო არ შემიცვლია მყისიერად აზრი, ყველა უფერულზე გადმოვანთხიე და ჩავტიე ვითომდა. მინდა უფრო და უფრო საზარლად, უაზრო და შეუსაბამო მიმიკებით გავაპროტესტო ჩემი სიცოცხლე. იქ სადაც არ ვარ საჭირო, ზედმეტად და განსხვავებულად ვხედავ და არ მისმენს ყველადან არცერთი. არ მინდა მაწუხებდეს დღე და ღამ ფიქრი მრავალფერი მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი თავი თვითონვე გავამხნეო. და არც ვიფიქრო იმაზე რომ თმებიც კი მებრძვის წერის დროს. თვითონვე გამოვიგონო გარემო შვებისთვის, ფიქრების გაფანტვისთვის. რაც ყველაზე მეტად გვტკივა მე და ცემს თავს და სიკვდილისთვის სიცოცხლის შემდეგ, უამრავი სიგარეტით, ცრემლებით და იმ ბურთებიტ რომლებიც გასაზიზღრებენ და ხმის ამოღებას არ გაცლიან იმდენად მტკივნეულად გეჩხირებიან ყელში. არც შიგნიდან უშვებენ შხამს და არც გარედან, თვითონვე გწამლავენ. როგორ ? თუ თვითონვე მიხვდები, მერე მეც მივხვდები რომ მარტო არ ვყოფილვარ.

tumblr_m45gzuYpHf1qieq9mo1_500_large

კიდევ ცაზე ჩამოწოლილი წამწამები და კვამლისგან აწითლებული თვალებიღა დარჩა ჩემგან. არც მანამდე იყო ბევრი რამ გარწმუნებ. მაგრამ ეს მელოდია იმდენად მეგრძნობა რომ გავგიჟდები მგონია. თუ უკვე გიჟი არ ვარ. ვერ ვიტანდი საკუთარ თავს იმიტომ რომ უფლება მივეცი შეცდომისა და კიდევ უფრო ვერ ვიტან მუცლიდან რომ ამოგგლიჯე ნაკუწ-ნაკუწ, დაუნდობლად და ახლა ვხედავ ყველაფერს ნათლად.

დანაწევრებულს შენ – წერილს გწერ, დანაწევრებული მე .

მთლიანი მხოლოდ შესახედად და აღარც ფიზიკურად უკვე, მერწმუნე .

სიმართლის მარცვალი ჩავაგდე აქვე და მოეჭიდე ძალიან გთხოვ, 3 თვის გარდა არ გაჩქე სიცოცხლე.

” საკუთარი თავი ყველაზე მეტად თუ შემზიზღდებოდა . . . მეგონა ასე ? ”

შვილს, რომელსაც თვითონვე წავართვი სიცოცხლე და უსინდისოდ ვცდილობ ხმა მივაწვდინო  . სწორედ იმისთვის რომ ახლა მეზიზღები შენ, ჩემო თავო ყველაზე მეტად .

tumblr_lndb537m9G1qc6ydro1_500_large