შიგთავსზე გადასვლა

იყო ადამიანი

აპრილი 28, 2012
by

ახლა იცით როგორ ვარ ? ყველაზე მეტად,  წერა რომ გჭირდება, მაგრამ რაღაც შიგნიდან გღრღნის და გიშლის ხელს. ზუსტად ისე ვარ პოსტის წერისას გულში ნაზი სიო, რომ დაქრის და შესანიშნავ გრძნობას, რომ მიტოვებს ხოლმე. რა უცნაური და ამავდროულად საპასუხისმგებლოა იყო ადამიანი. იყო ადამიანი ეს ბედნიერებაა, უდიდესი ბედნიერება. ადამიანების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს და ვერ ხვდება თუ რა ბედნიერია, რომ დაიბადა ადამიანად, რამოდენიმე წლის წინ მეც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი. მაგრამ, როგორც წინა რამოდენიმე პოსტში ავღნიშნე, ძალიან შემეცვალა აზროვნება, შემეცვალა და დამეხვეწა. ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, და მიხარია.  საოცრებაა, როდესაც ხედავ ყველაფერს ათასფერად. გესმის ძალიან ბევრი განსხვავებული და სასიამოვნო ხმა თუ მელოდია. ხშირად, ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. ფიქრი . . ნეტავ ადამიანს ფიქრი, რომ არ შეეძლოს მერე მე რა მეშველებოდა ?! ადამიანი ეს ამოუცნობი არსებაა, რომელსაც აქვს ყველაფრის უნარი, მაგრამ არ აფასებს ამ ყოველივეს

  •  ” ბევრს უკვირს, ადამიანები რატომ ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ, არ შეადგენენ ერთ ერს, არ ლაპარაკობრნ ერთ ენაზე, არა აქვთ ერთნაირი ადათ-  წესები და ერთი სარწმუნოება. ხოლო მე, როცა წარმოვიდგენ, რაოდენ განსხვავებულია ადამიანთა ჭკუა-გონება, გემოვნება, გრძნობები, მიკვირს, შვიდი თუ რვა სული ერთ ჭერქვეშ, ოთხ კედელს შორის რომ ცხოვრობს და ერთ ოჯახად რომ არის გაერთიანებული.  ”       ლაბრუიერი

როდესაც ხარ პატარა და ჯერ რეალობას თვალს ვერ უსწორებ, ყველაფერს ფერადად ხედავ და ვერ ხვდები, რას წარმოადგენ შენ როგორც ადამიანი. რატომ დაიბადე მაინც და მაინც შენ, რატომ გადაგხდა ესა თუ ის თავგადასავალი მაინც და მაინც შენ და არა სხვას, ყველაფერი გეპატიება. მაგრამ იცით რა მიკვირს ? რატომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე გაიზარდნენ, მაგრამ ისევ ბავშვურად აზროვნებენ და მაინც ვერ ხვდებიან რა ბედნიერები არიან, რომ ცოცხლობენ არა როგორც ცხოველი არამედ, როგორც ადამიანი. ალბათ მათი გონების ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია, სულ მცირედი ბედნიერების აღქმაზეც სულ პატარა ასაკის შემდეგ აღარ განვითარებულა.

  • ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მარტოოდენ სამი მოვლენა: დაბადება, სიცოცხლე, სოკვდილი. დაბადებას ვერ იგებს, სიკვდილით იტანჯება და ავიწყდება, როგორ უნდა იცხოვროს

ლაბრუიერი

One Comment leave one →
  1. ნოემბერი 7, 2012 12:28 PM

    არ მქონდა წაკითხული ❤
    ძალიან "გაზრდილი ხარ" სხვათაშორის :*

დატოვე კომენტარი